ერთიან ეროვნულ გამოცდებს 24 მსჯავრდებული აბარებს

დღეს, 2 ივლისს პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წელს, პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 24 მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას.

ეროვნული გამოცდები გუშინ, პირველ ივლისს დაიწყო.