იაგო ხვიჩია – „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გამარჯვების შანსი მხოლოდ მას შემდეგ ექნება, რაც ეს პარტია გამოსწორდება

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გამარჯვების შანსი მხოლოდ მას შემდეგ ექნება, რაც ეს პარტია გამოსწორდება და თანამშრომლობას ისწავლის.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გამარჯვების შანსი მხოლოდ მას შემდეგ ექნება, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსწორდება, ისწავლის სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანასწორობაზე დამყარებულ თანამშრომლობას და ამით შექმნის ნდობას მის მიმართ როგორც კოლეგა ოპოზიციონერებში, ასევე საქართველოს მოსახლეობაში. ჯერ ამის ნიშნები არ ჩანს“, – განაცხადა ხვიჩიამ.