ირაკლი ღარიბაშვილი – ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.

„მივესალმები ჯეიმს აპატურაის ვიზიტს თბილისში. განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ასევე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ევროატლანტიკურ გზაზე და ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ განზომილებაში მეტი წინსვლის აუცილებლობა”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.