საქართველოში ჩინური ვაქცინის “სინოფარმისა” და “სინოვაკის” მილიონი დოზა ჩამოვიდა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მილიონი დოზა “სინოფარმისა” და “სინოვაკის” ვაქცინა შემოვიდა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.

მისივე თქმით, უახლოეს კვირებში შემოვა კიდევ დამატებითი ერთი მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა.

“დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ავტორიზებული ჩინური ვაქცინები, სინოფარმი და სინოვაკის ვაქცინები. ჩვენ მზად ვართ, რომ ორშაბათიდან უკვე დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი”, – თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 2 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 104 196 ადამიანი.