“აგვისტოს პირველ კვირებში საქართველოში იქნება მთლიანად დელტა შტამი” – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ სულ მალე საქართველოში მთლიანად ე.წ. ინდური შტამი იქნება გავრცელებული.

მისივე თქმით, ბრიტანეთში უკვე არის ბრიტანული შტამი და არა ინდური.

“ინდური შტამი,ე.წ. დელტა, რომელიც ინდოეთში დაიბადა, შენაცვლებას აკეთებს 5 კვირაში. პრაქტიკულად, ბრიტანეთში უკვე არის ბრიტანული შტამი და არა უხანური, ან ინდური. საქართველოში შემოვიდა, პირველი ნაპერწკალი იყო ივნისის შუა რიცხვებში, მთავრობა ჯერ ამბობდა – არაო და მერე აღიარეს, რაც ძალიან კარგია რომ აღიარეს და საბოლოო ჯამში, აგვისტოს პირველ კვირებში საქართველოში იქნება მთლიანად დელტა შტამი,” – განაცხადა პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ.