ჟოზეფ ბორელი: აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგში მაღალ დონეზე რჩება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგში მაღალ დონეზე რჩება.

„ჩვენი საქმიანობის ცენტრში იქნება დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის პოზიტიური და კონკრეტული შედეგების განსახორციელებლად“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.