ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად 80 წლამდე ქალი გარდაიცვალა.

ქალი მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა. შემთხვევა თამარის დასახლების ტერიტორიაზე, სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი კლინიკა “მედცენტრში” გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.