სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 5 ივლისს, თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელმიკო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) და ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრვ) მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის და ლიზიკო ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის, მელიქიშვილის, ნიკო ნიკოლაძის, ქიაჩელის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რაფიელ აგლაძის, მირცხულავა და წყალტუბოს ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ადიგენის, არაგვისპირელის, ვეძათხევის, გორკის, ლოჭინის, ბუხაიძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ახუთის, ბოდავის, გუმათის, ლამის, ნინო და კალისტრატე სალიების, პაატა სააკაძის, დავით ბერიაშვილის, თვალჭრელიძის, ხრამჰესის, ასპინძის, ჭიჭინაძის, პეტრე ბაგრატიონის, თამარაშენის, დავითაშვილის, დიღომბარის, მნათობის, ჯაბაურის, სიღნაღის, ტერენტი გრანელის, ბელა მირიანაშვილის და ჩეჩელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების, სოფელი დიდი ლილო, სოფელი ლილოს და თამრო ვაშლოვნელის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების, სოფელი დიდი ლილო, სოფელი ლილოს და თამრო ვაშლოვნელის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.