ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი 6-9 ივლისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, – ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში კომისარი ვარჰეი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრ დავვით ზალკანიანს, პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავას,  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

„პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს კომისარი ვარჰეი წარადგენს რეგიონის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას და მის ინიციატივებს თითოეული ქვეყნისთვის და განიხილავს ორმხრივი ურთიერთობების საკვანძო საკითხებს თითოეულ ქვეყანასთან. კომისარი დაადასტურებს ევროკავშირის მხრიდან პარტნიორი ქვეყნების მიმართ სოლიდარობას კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.