კახა კუჭავა – მოვუწოდებ ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ძალადობა დაუშვებელია

დაუშვებელია ძალადობა, განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას, ეს მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

კუჭავას განცხადებით, სახელმწიფო დაიცავს წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას. კუჭავამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, არ დაუშვან ძალადობა.

„მინდა, გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დაუშვებელია ძალადობა, განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტებისა და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას – ეს მიუღებელია! ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ, რათა დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.