მეუფე შიო – ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ, ვფიქრობთ, დროა ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება

ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ ეს მძიმე წუთები, ვფიქრობთ, არის დრო, რომ საზოგადოებამ ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა ეს კანონმდებლობაში აისახოს, აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენჯერაც იქნება მცდელობა მსგავსი ღონისძიების ჩატარების, ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ. მეუფე შიომ დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ძალადობრივ ფაქტებს გადაცდომა უწოდა და არაკორექტული ქმედებების გამო მწუხარება გამოთქვა.

„დღეს ჩვენს ერს აქვს განსაცდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე. რისი მცდელობაც იყო დღეს და ვხედავთ როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მცნებების აღრევა. ცდილობენ, სოდომურ ცოდვას უწოდონ სიკეთე და ღირსება. ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება. ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშორეს ღმერთს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს მისი გადაგვარება. ამიტომ ვართ დღეს ასე გაერთიანებულნი. თუ უმცროსი თაობა დაიჯერებს ამას, ეს არის საწინდარი ერის გადაშენების და მოსპობის. ამ ცოდვის გამო არაერთი დიდი ერია გადაშენებული და ძლევამოსილი ადამიანი დაღუპულა. ვევედრებით უფალს, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს არასოდეს არ მოხდეს.

რამდენჯერაც იქნება მცდელობა მსგავსი ღონისძიების ჩატარების, ჩვენი ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ. ჩვენ ოცი საუკუნეა ამ სიწმინდისთვის თავს ვდებდით და ასე გაგრძელდება. ვწუხვართ, რომ იყო გადაცდომები, არაკორექტული ქმედებები და გადაცდომები, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების მონაწილეებს.

ჩვენ ეკლესიის სწავლებით, ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს ვეხმარებით, მაგრამ ვერასდროს შევეგუებით ცოდვის ნორმად გამოცხადებას. ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ ეს მძიმე წუთები, ვფიქრობთ არის დრო, რომ საზოგადოებამ ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა ეს კანონმდებლობაში აისახოს. აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება. ღმერთმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება, რისი საწინდარიც არის სიწმინდის შენარჩუნება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password