მამუკა მდინარაძე – ჟურნალისტის, ოპერატორის, თუ მედიის სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობა ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და წარმოუდგენელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარედ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება.

მისი თქმით, ძალადობა ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია.

„პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან. განცხადებებიც გაკეთდა ჩვენი მხრიდან და ამაზე აღარ შევჩერდები. აქ ყველაფერი ნათელია…

ამ შემთხვევაში ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობის ფაქტებს შევეხები:

რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა მოგვწონდეს, თუ არ მოგვწონდეს რომელიმე მედიის საქმიანობა, ჟურნალისტის, ოპერატორის, თუ მედიის სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობა ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და წარმოუდგენელია!“, – წერს მამუკა მდინარაძე.