„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე – შს სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს აღნიშნული პირების იდენტიფიცირება და დაკავება

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ თბილისში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ შეშფოთებას გამოთქვამს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, ულტრამემარჯვენე დემონსტრანტების მიერ, 20-ზე მეტ ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის გამო, როდესაც ისინი თბილისში მიმდინარე „პრაიდის“ მოვლენებს აშუქებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს აღნიშნული პირების იდენტიფიცირება და დაკავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციას დილიდან მართავენ.

ამასთან, მოგვიანებით „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ღირსების მარში დღეს აღარ ჩატარდება.