“თუ ელოდებით, რომ ღარიბაშვილი გამოიძიებს, მაშინ ეგრე გააგრძელეთ” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, ის ელოდება ოპოზიციას, როდის მოახდენენ საგამოძიებო კომისიის ინიცირებას, რომლითაც გუშინდელ მოვლენებისა და ორგანიზატორების გამოავლენენ.

“დილიდან ველოდები ოპოზიციას, როდის მოახდენს საგამოძიებო კომისიის ინიცირებას გუშინდელ მოვლენებზე დამკვეთის, ორგანიზატორის და შემსრულებლის გამოსავლენად. თუ იმას ელოდებით, რომ ღარიბაშვილი გამოიძიებს, მაშინ ეგრე გააგრძელეთ,” – წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, 1-ლი ივლისიდან საქართველოში “თბილისი პრაიდის” კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.

მოწინააღმდეგე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები,მოგვიანებით “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისებში შეჭრა სცადეს. დღის განმავლობაში გამართულ აქიებზე კი ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარი მოვლენების გამო, “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, “ღირსების მარში” აღარ ჩატარდა.

შსს-ის ინფორმაციით, 5 ივლისს განვიტარებული მოვლენების დროს, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა.