ქვეყანაში ორჯერ აცრილი არცერთი მოქალაქე კორონავირუსით არ გარდაცვლილა – ამირან გამყრელიძე

“ქვეყანაში ორჯერ აცრილი არცერთი მოქალაქე კორონავირუსით არ გარდაცვლილა,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც განყრელიძემ აღნიშნა, დაახლოებით 10 დღეში გამოაქვეყნებენ ანალიზს, რომელშიც ასახულია, თუ რამდენი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა ერთჯერადად აცრის შემდეგ.

“15 მარტის შემდეგ, რაც ქვეყანაში აცრები დავიწყეთ, იმ რიცხვიდან დღემდე COVID-ით გარდაცვლილია 1 668 ადამიანი, საიდანაც 1 664 არ იყო ვაქცინირებული, ანუ გარდაცვლილების 98.6%  არ იყო ვაქცინირებული.

ასევე, გვაქვს ანალიზი, რომელსაც, ალბათ, 10 დღეში გამოვაქვეყნებთ, ერთჯერადი აცრის შემდეგ რამდენი პროცენტულად რამდენი დაინფიცირებ – ეს არის სადღაც 0.8%-ის ფარგლებში და ორჯერადი აცრის შემდეგ –  ეს არის 0.3%-ის ფარგლებში. სხვადასხვა ვაქცინებზე სხვადასხვაა შედეგებია, მაგრამ მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში ჩვენ COVID-ით სიკვდილიანობა არ გვქონია, ყოველ შემთხვევაში, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ეს ვაქცინები ადამიანებს, პირველ რიგში, იცავენ მძიმე გართულებისგან და მძიმე გამოსავლისგან,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.