შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებენ

შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განმეორებით იბარებენ.იბარებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ისინი შს მინისტრს კომიტეტის სხდომაზე “ღირსების მარშთან” დაკავშირებით 5 ივლისამდე იბარებდნენ  და ახლა ამ მოთხოვნით კომიტეტს განმეორებით მიმართავენ.

“შს მინისტრმა ბატონმა გომელაურმა დაარღვია რეგლამენტი და არ გამოცხადდა პარლამენტში შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ არ დანიშნა კომიტეტი. დღეს ჩვენ განმეორებით მივმართავთ და ვიწვევთ ბატონ გომელაურს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე. უახლოეს კომიტეტზე, რომელიც ჩაინიშნება, უნდა მობრძანდეს და უპასუხოს ყველა შეკითხვას, რაც უკავშირდება 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმას მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე.

ჩვენი ფრაქციის შეფასებით, ეს იყო ორგანიზებული დანაშაული ხელისუფლების მხრიდან, რაც განახორციელა ასევე ორგანიზებულად, დაგეგმილად საპატრიარქომ, კონკრეტული მარგინალური ჯგუფების ორგანიზებით რუსთაველზე,”- განაცხადა სამნიძემ.