საპარლამენტო თანამდებობების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდება ცნობილი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდება მეცხრე მოწვევის პარლამენტში თანამდებობებზე წარსადგენ პირთა საკითხიც.

გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე გაიმართება ახალი მოწვევის პარლამენტში არჩეული პარტია „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა.

 

კომენტარის დატოვება