რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა. გარდა ამისა, ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

გადაკეტილია „თბილისი მერიოტიდან“ თავისუფლების მოედნამდე ტერიტორია.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ამ წუთებში ქაშუეთის ეკლესიასთან იმყოფებიან. როგორც ისინი აცხადებენ, პარლამენტთან დღეს დაგეგმილ აქციას ჩაშლიან.

მათივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც დიდი რაოდნეობით მოგროვდებიან, აპირებენ შეიჭრან იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი.