პარლამენტის წინ მდუმარე აქციის გასამართად მოქალაქეები იკრიბებიან

პარლამენტის წინ აქციის გასამართად ოპოზიციური პარტიის წარმონადგენლები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. შეკრებილები 5 ივნისს მომხარ ძალადობრივ მოვლენებს აპროტესტებენ.

ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე და მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

პარალელურად, აქცია იწყება მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები.

ადგილზე “ჯიემთივის” რეპორტიორი მუშაობს.

შეგახსენებთ, “გირჩი მეტი საქართველოსთვის” ლიდერმა,ზურაბ ჯაფარიძემ გუშინდელი ძალადობის გასაპროტესტებლად დღეს აქცია დააანონსა.აქციას პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან.  აქციის გამართვას აპირებენ მედიის წარმომადგენლებიც, სადაც გუშინ მომხდარ ძალადობის ფაქტებს გააპროტესტებენ.

ცნობისთვის, გუშინ, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მიერ დაანონსებულ ღონისძიებასტან დაკავშირებით დედაქალაქში არეულობა იყო.”პრაიდის” მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ისინი ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დილიდან უსწორდებოდნენ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში დღეს განვითარებული მოვლენებისას 16 მედიასაშუალების 47 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფია დაშავებული.

გარდა ამისა, “თბილისი პრაიდის” კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფების წარმომადგენლებმა “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები დაარბიეს. განვითარებული მოვლენების ფონზე, “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, ღირსების მარში აღარ გაიმართა.