კონსტიტუციას არ ვემორჩილებით, რომელიც 10 მცნებას არღვევს – გურამ ფალავანდიშვილი

კონსტიტუციას არ ვემორჩილებით, რომელიც 10 მცნებას არღვევს, – ამის შესახებ ულტრანაციონალისტური ჯგუფის წარმომადგენელმა,  გურამ ფალავანდიშვილმა ქაშვეთის ეკლესიის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„მათ ქუჩაში გამოსვლის და დროშების ფრიალის უფლება არ აქვთ. უნდა გავყაროთ. კონსტიტუციას არ ვემორჩილებით, რომელიც 10 მცნებას არღვევს. ყველას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, მაგრამ თუ გვინდა მიზეზი ვიპოვოთ, მიზეზი არის ჟურნალისტების ძალადობა საზოგადოებაზე“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს. ნაწილი პარლამენტის შენობის ტერიტორიაზეა შეკრებილი, მეორე ნაწილი კი, ქაშვეთის ეკლესიასთან.