პოლიციამ გურამ ფალავანდიშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა

პარლამენტის შენობასთან, სადაც 20:00 საათზე ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტთან მისვლა და ადგილის დაკავება სცადეს, მათ შორის იყო გურამ ფალავანდიშვილიც.

თუმცა, სამართალდამცავებმა ულტრანაციონალისტური ჯგუფის წარმომადგენელი,  გურამ ფალავანდიშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიდან გაიყვანა.

ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია პოლიცია. ჯერჯერობით რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს, რითაც შეკრებილები 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ფაქტებს გააპროტესტებენ. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.