საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურები ცნობილია

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით

დღეს გაიმართა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ.

პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი იქნება შემდეგი კანდიდატურები:

 

–         პარლამენტის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე

–         პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – თამარ ჩუგოშვილი

–         პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი ვოლსკი

–         პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ზვიად ძიძიგური

–         პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან – ილია ნაკაშიძე

–         საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი – არჩილ თალაკვაძე

–         ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე, თავმჯდომარის მოადგილე – დიმიტრი სამხარაძე

–         აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ოთარ დანელია, პირველი მოადგილე -გელა სამხარაული, მოადგილე – ირაკლი შიოლაშვილი

–         განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში, პირველი მოადგილე – გენადი მარგველაშვილი, მოადგილე – გუგული მაღრაძე

–         გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – კახა კუჭავა, პირველი მოადგილე – ზაზა ხუციშვილი, მოადგილე – ენძელა მაჭავარიანი

–         დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – რომან კაკულია, პირველი მოადგილე – გიორგი ბეგაძე, მოადგილე – რევაზ არველაძე

–         დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ზვიად კვაჭანტირაძე, პირველი მოადგილე – სალომე ზურაბიშვილი, მოადგილე – ირაკლი მეზურნიშვილი

–         ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – თამარ ხულორდავა, პირველი მოადგილე -ირინა ფრუიძე, მოადგილე – ბექა ნაცვლიშვილი

–         თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი სესიაშვილი, პირველი მოადგილე – ირაკლი ბერაია, მოადგილე – კობა კობალაძე

–         იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ეკა ბესელია, პირველი მოადგილე -ვანო ზარდიაშვილი, მოადგილე – დავით მათიკაშვილი

–         რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ლილუაშვილი, პირველი მოადგილე – მერაბ ქვარაია, მოადგილე – კობა ლურსმანაშვილი

–         საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო ქაცარავა, პირველი მოადგილე – ნინო გოგუაძე, მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი

–         საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი კახიანი, პირველი მოადგილე – გურამ მაჭარაშვილი, მოადგილე – შალვა კიკნაველიძე

–         საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი კოვზანაძე, პირველი მოადგილე – პაატა კვიჟინაძე, მოადგილე – ირაკლი ბერაია

–         ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – აკაკი ზოიძე, პირველი მოადგილე – დიმიტრი ხუნდაძე, მოადგილე – ლევან კობერიძე

გრძელდება კონსულტაციები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.

კომენტარის დატოვება