Home » სამართალი

სამართალი

პენიტენციური სამსახური – N3 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა

ნანახია: 43 N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, დღეს დაახლოებით 10:11 საათზე N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი ...

Read More »

შიდა ქართლში 50 წლამდე მამაკაცმა  13 წლის გოგონა გააუპატიურა – მოზარდმა ბავშვი გააჩინა

ნანახია: 60 შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ჩაერთო სოციალური სამსახური, ხოლო მოზარდი და ჩვილი თავშესაფარში არიან გაყვანილი. როგორც ირკვევა 13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო 50 წლამდე კაცი დააპატიმრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავა, გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ...

Read More »

თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის ხუთი წევრი, მათ შორის შსს-ს ერთი თანამშრომელი დააკავეს

ნანახია: 43 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის ხუთი წევრი დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას“, – აცხადებენ შსს-ში. დოკუმენტის გაყალბების, ...

Read More »

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

ნანახია: 55 სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული ზ.ს. განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ორი პირი – 2001 წელს დაბადებული შ.ქ. და 1988 წელს დაბადებული თ.გ. ცეცხლსასროლი ...

Read More »

ნაზი ჯანეზაშვილი – ვერასდროს ჩატარდება საქართველოში ეფექტური რეფორმა, თუკი რეფორმის ინტერესები მორგებული იქნება ე.წ. კლანზე

ნანახია: 63 გამოსავალი სწორედ იმაშია, რომ ქვეყანამ ამ ეტაპზე მაინც გადაწყვიტოს, რომ მას სჭირდება ნამდვილად დემოკრატიული სასამართლო და რომ რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებს და არა, „კლანს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას სასამართლოსთან დაკავშირებით. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საქართველოში ჩასატარებელია სასამართლო სისტემის რეეფორმა, რომელსაც ექნება ნდობა. ...

Read More »

ირაკლი ქადაგიშვილი – სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

ნანახია: 56 თუ 2012 წლამდე საქართველოს სასამართლო იყო იუსტიციის მინისტრთან არსებული სსიპ- ი, შპს, დღეს საქართველოს სასამართლო თავის განვითარების მნიშვნელოვნად მაღალ ეტაპზეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა მმართველი გუნდი სასამართლო რეფორმას თანმიმდევრულად ახორციელებს. „სასამართლოს რა თქმა უნდა, სჭირდება შემდგომი ...

Read More »

პოლიციამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე გორში სამი პირი დააკავა

ნანახია: 57 შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, სამი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. , 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და  1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. მათ ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედებათ. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია ...

Read More »

სუს-ი: ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ გენადი ბესტაევს სამი წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

ნანახია: 71 რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუსის განცხადებით, უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას და მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას. „საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ...

Read More »

ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი წამებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ნანახია: 54 საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, ქ. თბილისში, გ.ხ.-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ჩათვალა, რომ მის მეუღლეს – ს.მ.-ს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და ...

Read More »

ივერი მელაშვილი – ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ მეც და ნატალია ილიჩოვაც მართლები ვართ,  ეს საქმე არის პოლიტიკური შეკვეთა

ნანახია: 52 ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ მეც და ნატალია ილიჩოვაც მართლები ვართ. დარწმუნებულები ვართ ჩვენს სიმართლეში, – ამის შესახებ ე,წ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა. კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სხვა პირებიც მიეცემიან პასუხისგებაში, მელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დავალება ზემდგომი პირებისგან არასდროს არ ჰქონია. „ პროკურატურას თავდაპირველადვე ისეთი ბრალდებები ჰქონდა, რომ ჩემი შთაბეჭდილებები შორს ...

Read More »