სალომე სამადაშვილი – უნდა გავაგრძელოთ პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება, ვიდრე არ მივაღწევთ რაიმე შეთანხმებას, რომ მთავრობის გადაყენების პროცესი უნდა დავიწყოთ

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება უნდა გააგრძელონ იქამდე, ვიდრე არ მიაღწევენ წინასწარ შეთანხმებას მაინც, რომ პარლამენტში მთავრობის გადაყენების პროცესი უნდა დაიწყონ.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება, ვიდრე არ მივაღწევთ რაიმე წინასწარ შეთანხმებას მაინც იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ პარლამენტში უნდა დავიწყოთ მთავრობის გადაყენების პროცესი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.