შალვა ნათელაშვილი – რეჟიმი აგრძელებს ჩვენი შვილების დახოცვას, მისი მიზანია საქართველოს მკვლელობა, რაც არ უნდა ვაპატიოთ და ლექსოს სული უნდა მიგვიძღოდეს

რეჟიმი აგრძელებს ჩვენი შვილების დახოცვას, მისი მიზანია საქართველოს მკვლელობა, რაც არ უნდა ვაპატიოთ და ლექსოს სული უნდა მიგვიძღოდეს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადა .

მისივე თქმით, რეჟიმის მიზანია საბოლოო ჯამში საქართველოს მკვლელობა.

„ლექსო მოგვიკლა მოძალადე სახელმწიფო მანქანამ ორგანიზებული ტერორისტული აქტის მეშვეობით და ეს ნახა მთელმა ქვეყანამ, მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში. ამიტომ ყოველგვარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ნივთიერებები აღმოჩნდა, ქალაქში იარა, მოპედზე იჯდა და სხვადასხვა არის ისეთივე თავის გამართლების მცდელობა, უსუსური და დანაშაულებრივი, როგორც მაჩალიკაშვილს „აღმოაჩნდა“ საწოლის ქვეშ დიდი ბომბი და მძინარე იქნა ჩაცხრილული.

რეჟიმი აგრძელებს ჩვენი შვილების დახოცვას, ძალადობას და მისი მიზანია საბოლოო ჯამში საქართველოს მკვლელობა, რაც არ უნდა ვაპატიოთ და ლექსოს სული უნდა მიგვიძღოდეს. ის რომ ძვლებჩამტვრეულ ადამიანს არაფერი არ უყუჩებს მორფინის გარდა, იცის მთელი მსოფლიოს მედიცინამ სამთავრობო ბრიყვების გარდა, თუმცა მთლად ბრიყვებიც არ არიან, კარგად იციან ყველაფერი, მაგრამ უზნეობა, რომელიც ასეა გამეფებული მათში, აძლევს საშუალებას, ამტკიცონ ეს დანაშაულებრივი არგუმენტი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.