გამოძიებაზე ზეწოლა თუ იმხელა იქნება, რომ დამაკავონ, მაშინ დამაკავონ – ზეწოლა მოდის გარედან, ელჩებისგან – ზურაბ მახარაძე

„რაც კითხვებიც ჰქონდა გამოძიებას, ყველაფერზე ვუპასუხე. დეტალებში არ შევდივარ და მეტი კომენტარის გაკეთებაც არ მინდა“, –ამის შესახებ  „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლემა, ზურაბ მახარაძემ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვის შემდეგ საუბრისას  განაცხადა .

როგორც მახარაძემ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, მან გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა.

ყველა კითხვაზე ვუპასუხე გამოძიებას. თუ დამაკავებენ, დამაკავონ. გამოძიება როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. მათზე ზეწოლა თუ იმხელა იქნება, რომ დამაკავონ, მაშინ დამაკავონ. ზეწოლა მოდის გარედან, ელჩებისგან, ამერიკისგან, ევროპისგან. არ ვიცი, კიდევ დამიბარებენ თუ არა დაკითხვაზე“, – განაცხადა მახარაძემ.

ცნობისთვის, ზურაბ მახარაძის სახლში დღეს დილით, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ჩრეკვა ჩაატარაეს, მახარაძე კი დაკითხვაზე გადაიყვანეს.