ღარიბაშვილი – რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ, ვაქცინები იმაზე მეტია ადგილზეა, რაც საჭიროა

რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ, ვაქცინები იმაზე მეტია ადგილზეა, რაც საჭიროა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნებისთვის.

მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დოზა საქართველოში კიდევ შემოვა.

მილიონნახევარი ადგილზეა და მილიონნახევარი გზაშია და შემოვა სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში. ვაქცინაცია უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქლაქეების – მეგობრების, ახლობლების და შვილების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად. მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.