რეალურად ჩვენ ვხედავთ ორპარტიულ პარლამნტს, რაც ჩვენ ვნახეთ 2012 წლის შემდეგ…

„ეს არის ადგილზე გაჩერება,“ – საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, გადაცემა არჩევანშიპირველად აფასებს საპარლამენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ 8 ოქტომბერს ხმა მისცა მრავალპარტიულ პარლამენტს და ჰქონდა იმედი, რომ არჩევნები პოლიტიკური სისტემის დახვეწის თვალსაზრისით იქნებოდა წინგადადგმული ნაბიჯი.

„რეალურად მივიღეთ ორპარტიული პარლამენტი, ანუ პრაქტიკულად იგივე, რაც 2012 წელს. ეს იყო ძალზედ მნიშნელოვანი გარდატეხის პერიოდი, რადგან მაშინ პირველად შეიცვალა ქვეყანაში ხელისუფლება არჩვენების გზით და მომავალი არჩევნები კიდევ უფრო უკეთესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. უკეთესი არჩევნები იქნება შემდეგში,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება, თუმცა მისი თქმით, ამას სისტემური ხასითაი არ ჰქონია.

,,იყო დარღვევები, საარჩევნო რიტმიდან ამოვარდნა დაიწყო ცოტა უფრო ადრე, მე არაერთხელ გავამახვილე ყურადღება კორცხელზე, შემდეგ იყო ჯიხაშკარი, ზუგდიდი. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს არის პოლიტკურ ძალებში არსებული გარკვეული ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერება და პოლიტიკურმა ელიტამ უნდა დაძლიოს. თუმცა ნორმალური პოლიტიკური დღის წესრიგიდან გადახვევა არ იყო სისტემური. ეს ყველამ შევძელით, მედია იყო ძალიან აქტიურად ჩართული და მადლობა მედიას ამისთვის, რომ აქტიურ ზედამხედველობას ახორიცელბდა. თვთონ პოლიტიკურმა კლასმა გაიაზრა, რომ ძალადობით ჩატარებული არჩევნები იქნება ვარდნა ზოგადი ტენდენციიდან“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარის დატოვება