30 ივლისიდან საქართველო შედის “წითელი” ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება – ისრაელის საელჩო

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, 30 ივლისიდან საქართველო “წითელი” ქვეყნების სიაში შედის.

„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის “წითელი” ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).

აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება”, – ნათქვამია  საელჩოს განცხადებაში.