მგონია, რომ „გიჟი” უკრაინიდან აიძულებს ამათ, რომ ჩართულნი იყვნენ პოლიტიკაში, მელიამ იცის, რომ წაგებულ ომში, წაგებულ თამაშში შევიდა – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნიკა მელია, საკუთარი სურვილის მიუხედავადაა წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატად, რადგან თავადაც იცის, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, კახა კალაძეს ვერ დაამარცხებს.

„მელია მაინც აიძულეს, კანდიდატი ყოფილიყო. მისი დამარცხება საბოლოოდ გაფორმდება. ჯერ ათქმევინეს, რომ ვერ დაიჭერდენ, დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს, შემდეგ ათქმევინეს, რომ არ გამოვიდოდა, მერე გირაოზე უარი ათქმევინეს, ბოლოს, გირაოს დათანხმდა, გამოვიდა.გახსოვთ, ამბობდა, რომ არ უნდოდა, ყოფილიყო მერობის კანდიდატი. მგონია, რომ „გიჟი” უკრაინიდან აიძულებს ამათ, რომ ჩართულნი იყვნენ პოლიტიკაში. მელიამ იცის, რომ წაგებულ ომში, წაგებულ თამაშში შევიდა, – ამბობს ირაკლი ზარქუა.