თავდაცვის სამინისტრო ბაჩო ახალაიას მიმართ ახალ დავას იწყებს

თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბურჭულაძე ირწმუნება, რომ ახალაიამ თავდაცვის სამინისტრო დააზარალა და 60 ათასი ლარი გაფლანგა.

,,აი ამ ნაძირალამ, კორუმპირებულმა, კიდევ უფრო ნაძირალა, კორუმპირებული ღარიბაშვილის მონა მინისტრმა, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, თითქოს ბაჩო ახალაიამ დააზარალა თავდაცვის სამინისტრო და 60 ათასი ლარი გაფლანგა.
(ეს თანხა 4-ჯერ 15-15 ათასი ლარის ოდენობით გამოყოფილი იქნა რუსეთის ჯაშუშების გამოვლენის მიზნით გატარებულ ოპერატიულ ღონისძიებაზე, რის შედეგადაც ისინი დაკავეს და გაასამრთლეს კიდეც. ნუ,ივანიშვილმა ,რა თქმა უნდა ,ეს რუსეთის ჯაშუშები სასწრაფოდ გაათავისუფლა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე).

ხოდა, ახლა, ჯუანშერი ითხოვს 60 ათასი ლარის ანაზღაურებას ადამიანისგან, რომელიც 9 წელია, ციხეში ზის და თან თვითონ ბაჩო ახალაიას შექმნილი ,,დიდგორების” ფონზე იწონებს თავს.

პარალელურად, თვითონ ყოველდღიურად კორუფციული სქემებით მდიდრდება და ფეშენებელურ სახლებს იშენებს, მაშინ როცა, ბაჩო ახალაიას ოჯახი იმისთვის, რომ ცხოვრების საშუალება ჰქონდეს, პირდაპირი მნიშვნელობით მიწას ცხვირით თხრის, იმიტომ რომ მიშას ჩამოყვანილი ტრაქტორები და კომბაინებიც მიშას ჯინაზე გაყიდეს”- აცხადებს ბაჩო ახალაიას მეუღლე, უფლაბადამცველი ანი ნადარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დამნაშავედ სცნეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან საპყრობილე მომავალი წლის მარტში უნდა დატოვოს.