არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ხატია დეკანოიძისთვის მანქანის დაჯახება სცადა და შეურაცხყოფა მიაყენა

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ხატია დეკანოიძისთვის მანქანის დაჯახება სცადა და შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე მაშინ მოხდა, როცა ენმ-ის წევრი ჟურნალისტებს სატელევიზიო კომენტარს ეძებდა.

,,მიზანმიმართულად, დაგვინახა თუ არა, წამოვიდა ეს. მე არ ვიცი, ვინ არის. არ ვიცი აქ ცხოვრობს, იქით ცხოვრობს მოშორებით მაგრამ აშკარად ისეთი ზემოქმედებით მართავდა მანქანას და შემდეგ, რომ ვუთხარი, რომ პატრულს გამოვიძახებდი, თქვა, რომ არ ეშინია პატრულის და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა ყველას ერთად. წარმოუდგენელია… ეს არის ზუსტად იმ ზიზღის შედეგი, რომელსაც “ქართული ოცნება” აფრქვევს და ამათზე დგას “ქართული ოცნება”, – ამბობს დეკანოიძე.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password