ოპოზიციის მიზანი და დღის წესრიგი იყო ის, რომ როგორმე სიცრუის ფონზე აეწიათ ტემპერატურა, ქუჩაში უმართავი პროცესები გადაეტანათ და ხელში ჩაეგდოთ ქვეყნის მართვის სადავეები – ალუდა ღუდუშაური

ოპოზიციის მიზანი და დღის წესრიგი იყო ის, რომ როგორმე სიცრუის ფონზე აეწიათ ტემპერატურა, ქუჩაში უმართავი პროცესები გადაეტანათ, ამით ესარგებლათ და ხელში ჩაეგდოთ ქვეყნის მართვის სადავეები, ეს გამოიკვეთა ასევე საპარლამენტო დროებითი კომისიის მუშაობის დროსაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებს სერიოზული დარღვევებით არ ჩაუვლია და ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომელიც იყო გამოვლენილი არჩევნებთან დაკავშირებით, არ და ვერ ექნებოდა გავლენა საბოლოო შედეგებზე.

„მათი მიზანი და დღის წესრიგი იყო ის, რომ როგორმე სიცრუის ფონზე აეწიათ ტემპერატურა, ქუჩაში უმართავი პროცესები გადაეტანათ, ამით ესარგებლათ და ხელში ჩაეგდოთ ქვეყნის მართვის სადავეები. ეს გამოიკვეთა ასევე კომისიის მუშაობის დროსაც. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ როდესაც კომისია გუშინდელ სასესიო სხდომაზე წარადგენდა მეტად მნიშვნელოვან ანგარიშს და დასკვნას, ვერ გაბედეს სხდომაზე მოსულიყვნენ და ის ცარიელი ადგილები, რომელიც იყო სხდომათა დარბაზში, მიუთითებს ერთადერთ რამეზე, რომ მათ ეშინიათ ახლა უკვე სიმართლისთვის თვალებში ჩახედვის“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.