პაატა იმნაძე – ანტივაქსერებზე საშიში ის ადამიანები არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევენ

ანტივაქსერებზე საშიში ის ადამიანები არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ  საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ანტივაქსერი მსოფლიოში ყველგან არის, მათ შორის, საფრანგეთში დემონსტარცია მოეწყო.

„ეს მარტო ერთი ჯგუფი არ არის, ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ჩემთვის ორივე ანტივაქსერია. ადამიანები, როცა სადმე არიან, ჩემთვის სულერთია სად არიან. ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი, აქციაზეა, ეკლესიაში, პურ-მარილზე, ქელეხში თუ ქორწილში, როცა არ იცავს წესებს, ყველგან არის ინფიცირების საშუალება. ჩავარდნილ ვაქცინაციას ვერ დავუკავშირებთ, რას ვხედავთ ჩავარდნილს?! ანტივაქსერი მსოფლიოში ყველგან არის. ნახეთ რამხელა დემონსტრაცია მოაწყვეს ანტივაქსერებმა საფრანგეთში, ასეთი ხალხი ყველგან არის. მათზე საშიში არის ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს“, – განაცხადა იმნაძემ.