შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის – მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხაში, რუსთავსა და თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 646 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 7 ფაქტი გამოავლინეს – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 155 2 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმეთა მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა,” – ნათქვამია განცხადებაში.