ჩნდება ვარაუდი, რომ საქართველო გადადის დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს – აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება.

„პოლიტიკური უკუსვლა – საპარლამენტო ადგილების დაკავებაზე ზოგიერთის უარი, მუდმივი საარჩევნო ხარვეზები, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული კომპრომისის დარღვევა – აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო გადადის დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს. შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების ჩარევამ და ახალმა არჩევნებმა დაძაბულობის განმუხტვა შეძლოს“, – ნათქვამია უილიამ კორტნის მიერ „თვითერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.