ვახტანგ გომელაური: ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ღონისძიებაზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია.

“რეფორმები, რომლებსაც თავის დროზე ჩვენ შევეჭიდეთ, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებდა თითოეულ ჩვენგანს, რიგითი პოლიციელიდან დაწყებული, უმაღლესი რანგის პირის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. დღესაც უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი. სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა, თანამედროვე ტენდენციებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.