თამარ გაბუნია – დღეს, უკვე შევედით პიკში, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში ამ დონეზე იქნება

დღეს, ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილებით, დღევანდელი მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ არის გათვალისწინებული.

„თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია მომდევნო ეტაპებზე. ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში პროგნოზულად. პროგნოზებს ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებისგან. დღეს ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.