გახარიამ პრემიერ-მინისტრობა „ნაციონალური მოძრაობის” გამო დათმო და თუ ვინმეს ართმევს ხმებს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია – გივი მიქანაძე

„გახარიამ პრემიერ-მინისტრობა “ნაციონალური მოძრაობის” გამო დათმო, ანუ ენმ-ს მხარდასაჭერი ნაბიჯი გადადგა და ამით გამოხატა თავისი პოზიცია, მიმართულება,” -ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევებზე საუბრისას “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, გახარიამ თავისი წასვლით „ნაცმოძრაობა” გააძლიერა.

„საზოგადოების დიდ ნაწილში, მისი ეს გადაწყვეტილება სწორედ ასე არის აღქმული და ეს სწორია და სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” გასაძლიერებლად განახორციელა ის ნაბიჯი, რომელიც იყო მოულოდნელი, პირველ რიგში ქვეყნისთვის დამაზიანებელი და შესაბამისად, თუკი ვინმეს ართმევს ის პროცენტებს, ეს შეიძლება იყოს ძირითადად რადიკალური ოპოზიცია, იმიტომ, რომ ის ენმ-ს ორბიტაზე თამაშობს, თუმცა ამავდროულად, ის პროცენტები რომელიც ამ კვლევით მოაკლო “ქართულ ოცნებას”, თანაბრად და პროპორციულად არის გადანაწილებული ენმ-ს და გახარია გუნდს შორის,”- აღნიშნა  გივი მიქანაძემ.