მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ტურიზმის ზეგავლენას ვერ დავაბარალებთ – მთავარი „ბუსტერია” ქორწილი და დიდი თავშეყრები – თამარ გაბუნია

მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ტურიზმის ზეგავლენას ვერ დავაბარალებთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე ღონისძიებები ტარდება ყველა საჭირო წესის დაცვით.

,,ტურიზმის ზეგავლენას ვერ დავაბარალებთ მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ბევრი სხვა ფაქტორია. აქ მთავარი „ბუსტერი” არაა ტურიზმი, მთავარი წყაროა ქორწილი და სხვა დიდი თავშეყრები, სადაც 400- 500 ადამიანი იყრის თავს. კონტაქტების გამოკვლევა კეთდება ხოლმე ამ ღონისძიებებიდან გამომდინარე. დღეს რაც იმართება მიმდინარე ღონსძიებები, იმართება წესების დაცვით. ამ ღონისძიებებზე განსაზღვრულია წინასწარ ადამიანების რაოდენობა. მთავარი ფაქტორია ის ღონისძიებები, სადაც არ ხდება წესების დაცვა. ეს იწვევს ვირუსის გავრცელებას. ეს არის ყველაზე საშიში. თუ ეს ღონისძიებები გადაიდება ნამდვილად დიდი დახმარება იქნება ორგანიზატორების მხრიდან ვირუსის მართვისთვის და ამ პერიოდის შედარებით იოლად გავლისთვის” – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.