თბილისის ზოოპარკი ჟურნალისტებს საცხენოსნო მედიატურზე ეპატიჟება

თბილისის ზოოლოგიური პარკი ჟურნალისტებისთვის საცხენოსნო მედიატურს აწყობს. ტური ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე, თბილისის ზღვის მიმდებარედ, 13 ნოემბერს, კვირას, 12:00 საათზე გაიმართება. მედიის წარმომადგენლებს ზოოპარკის საცხენოსნო კლუბი „სპირიტი“ უმასპინძლებს. ტურს ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე გაუძღვება. მონაწილეები შემოივლიან ტერიტორიას, დაათვალიერებენ დათვებისა და მგლების ვოლიერის მიმდინარე მშენებლობას, გაეცნობიან ახალი ზოოპარკის ზონირებასა და დაგეგმარებას.

ზოოპარკის ახალი ტერიტორია უკვე შემოღობილია. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით მიმდინარეობს დათვებისა და მგლების ვოლიერების მშენებლობა. დაპროექტების პროცესშია ირმებისა და ნიამორების ვოლიერები, რომლებიც GIZ-ის დაფინანსებითვე აშენდება.

მედიატურზე განსახილველი თემები: 

 ახალი ზოოპარკის მშენებლობა _ გეგმები და პერსპექტივები;

ახალი ცხოველების ჩამოყვანა;

თანამშრომლობა უცხოეთის ზოოპარკებთან _ განხორციელებული და სამომავლო პროექტები;

ზოოპარკის კონსერვაციული პროექტები;

სტიქიის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმოხილვა _ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შენობების რეკონსტუქცია, ახალი ვოლიერების მშენებლობა;

ცხოველთა განახლებული კოლექცია.

კომენტარის დატოვება