საგანგაშოა ის ვიდეოები და ფოტოები, რაც ვრცელდება ბათუმიდან – თამარ გაბუნია

ნამდვილად საგანგაშოა ის ვიდეოები და ფოტოები, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელში ბათუმის გასართობი ღონისძიებებიდან – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, არსებული საწოლფონდი თითქმის შეივსო.

​”საგანგაშოა ის ვიდეოები და ფოტოები, რაც ვრცელდება ბათუმიდან. ნებისმიერი სოციალური აქტივობა დღეს შეიძლება გახდეს ბუსტერი ინფექციის გავრცელებისთვის, ასე რომ ყველა მხარეს უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.

საწოლფონდი, ბუნებრივია არის ძალიან გადატვირთული. დღეს 6 400 პაციენტი მკურნალობს ჰოსპიტალში, 7 000-მდე საწოლია მობილიზებული. თუ არ შეჩერდა ეპიდემიის აღმასვლა და ესკალაციის სახე მიიღო, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს გაუჭირდება დამატებითი შემთხვევების მართვა და ჰოსპიტალური რესურსიც არის შეზღუდული”,- ამბობს თამარ გაბუნია.