წულუკიანი: მთავრობის პრიორიტეტად უნდა დარჩეს დიასპორის თემებზე მუშაობა

დიასპორის სამინისტროს შესაძლო გაუქმების თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან ისიც აღნიშნა, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ ძალიან დიდი სამუშაო გასწია.

-„მრავალი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი, ვმუშაობდი საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვიყავი ქართული დიასპორის ნაწილი, აქედან გამომდინარე როგორც ამ დიასპორის ყოფილი წევრი მნიშვნელოვნად ვთვლი, რომ მთავრობის პრიორიტეტად დარჩეს დიასპორის თემებზე მუშაობა და ეს უბრალოდ თემა კი არ იყოს, არამედ პრიორიტეტი როგორც ეს აქამდე იყო.

მინისტრი გელა დუმბაძე თვითონ ჩადიოდა დიასპორებთან და საქართველოდან პირველი ხელიდან ინფორმაცია ჩაჰქონდა, მათგან მოჰქონდა პრობლემების შესახებ ინფორმაცია, სწორედ ასე დააყენა მან მთავრობის სხდომაზე საკითხი, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილმა მაშინვე მხარი დაუჭირა და განახორციელა. ეს იყო სახელმწიფოს მიერ გარდაცვლილთა გადმოსვენების საკითხი და ბევრი სხვა, რომელიც სამინისტროების დონეზე გვარდებოდა. აქედან გამომდინარე, როგორც პრემიერმა დაადასტურა, ეს თემა არ გაქრება მთავრობის პრიორიტეტების ნუსხიდან და საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაუდგება ამ საკითხის მართვას სათავეში” – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარის დატოვება