პრემიერიც ქართველია – ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზე ასეთი სუფრა ჩემთვის მიუღებელი იყო – პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის აზრით სუფრის მოწყობა ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის და ღარიბაშვილის შეხვედრაზე, არასწორია. ამის შესახებ მან ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

,,პრემიერიც ქართელია და აი, ამ ქვეყნის პრემიერია. მესმის გარკვეულწილად, თუმცა, რა თქმა უნდა ჩემთვის მიუღებელი იყო ასეთი სუფრა. ისინი მაქსიმალურად იყვნენ დისტანცირებულები, მაგრამ მაინც ჩემთვის მიუღებელია,” – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის საპატივცემულოდ გაშლილ ხალხმრავალ სუფრაზე იმყოფებოდა.