კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო აჭარაში 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა, დაილუქა 10-მდე ობიექტი

შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს. აჭარის რეგიონში, ბოლო დღეების განმავლობაში 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა. დაილუქა 10-მდე ობიექტი.

აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა ჩართული.

შრომის ინსპექციის სამსახური ბიზნეს ობიექტებს არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებისკენ მოუწოდებს. უწყება მადლობას უხდის იმ ბიზნეს ოპერატორებს, რომლებმაც შრომის ინსპექციის რეკომენდაცია გაიზიარეს და დაანონსებული ღონისძიებები გააუქმეს.