საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 539 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 539 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.

ვებგვერდ stopcov.ge-ს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 872 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 873, „პისიარ“ ტესტით – 13 999.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,97%, ბოლო 14 დღის – 10,63%, ბოლო შვიდი დღის – 11,14%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 490 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 429 190 გამოჯანმრთელდა, 6 483 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 831 815 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 083.

კარანტინის რეჟიმშია 79, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 965 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 481 პირი.

ამასთან, 16 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი, გარდაიცვალა 30 ადამიანი.