დადებითობის მაჩვენებელი სამჯერ მეტია ვიდრე ჩვენ გვქონდა მაისის პიკზე ანუ ტალღის პიკზე – ამირან გამყრელიძე

ჯანდაცვის სისტემა დაძაბულობის ზღვარზე მუშაობს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, კლინიკებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა მაღალია. მან მოსახლეობას არსებული რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი ჩვენი დღევანდელი მაჩვენებლები – ინციდენტობა (100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა), დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ მეტია, ვიდრე გვქონდა მაისის ტალღის პიკზე, ანუ 17 მაისს და დაახლოებით 97%-ია იმისა, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბრის პიკზე ყველა პარამეტრით. მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევები, დადებითობა, სიკვდილიანობა და R-ი, ანუ რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც არის 1, 38“, – განაცხადა გამყრელიძემ.