დავით ზალკალიანი: უახლოეს დღეებში ევროკავშირს მიეწოდება კითხვარები, რაც მათ მისცემს საშუალებას, აღიარონ ჩვენ მიერ გაცემული კოვიდპასპორტები

უახლოეს დღეებში ევროკავშირს მიეწოდება კითხვარები, რაც მათ მისცემს საშუალებას, აღიარონ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდპასპორტები, – საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმშია ევროპელ პარტნიორებთან.

„უახლოეს დღეებში ევროკავშირს მიეწოდება კითხვარები, რაც მათ მისცემს საშუალებას, აღიარონ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდპასპორტები. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის მხრიდანაც არ იქნება დაყოვნებული გადაწყვეტილება და ჩვენი მოქალაქეები უმტკივნეულოდ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას. ეს არის ერთგვარი სტიმული იმ ადამიანებისთვის, ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრება სურს“, – აცხადებს ზალკალიანი.