„ჯერ ამ დალაქიშვილის რა გაუკეთებია რუსთავისთვის, გარდა საკუთარი ჯიბის გასქელებისა და მერე ამ ქალბატონს, მერობა რომ გადაუწყვეტია?!” – კობაიძე რუსთაველებს დაფიქრებისკენ მოუწოდებს

„ჯერ ამ დალაქიშვილის რა გაუკეთებია რუსთავისთვის, გარდა საკუთარი ჯიბის გასქელებისა და მერე ამ ქალბატონს მერობა, რომ გადაუწყვეტია?!”, – ასე ეხმაურება პარტია „პროგრესული საქართველოს” ლიდერი, ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მერობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძის წარდგენას და  პარლამეტის წევრ ალექსანდრე დალაქიშვილის საჯარო განცხადებას ლაცაბიძის გუნდის მხარდასაჭერად.

როგორც კობაიძე აცხადებს, დალაქიშვილი ჯერ გახარიას ეთაყვანებოდა, შემდეგ მიშას, ბოლოს კი „ოცნებას”. მისივე  თქმით, დალაქიშვილი ჩვეულებრივი მედროვეა.

„მერობა კი არა, ერთხელ ვთხოვე ნინო ლაცაბიძეს პარლამენტში საშვი დაუშვი- მეთქი, შემპირდა – კი, დავუშვებო და გადამაგდო და ამან რა დაპირება უნდა შეასრულოს?!

ელემენტარულ კითხვას ვსვამ: ორივე პარლამენტარია და ერთი საკანონმდებლო ინიციატივა თუ დაუყენებიათ საერთოდ პარლამენტში?! და თუ დაუყენებიათ, რომელი იყო რუსთავისთვის სასიკეთო?!

ალექსანდრე დალაქიშვილი, რომ დადიოდა წინა არჩევნებზე და გახარიას ეთაყვანებოდა, ხოლო მიშას დროს მიშას, ახლა კი ამ ხელისუფლებას – მედროვე ხარ აბა რა ხარ?!

კარგად დაფიქრდით ჩემო რუსთაველებო სანამ ამ ორ ადამიანს აირჩევთ მერად. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთს ირჩევ და მეორე საჩუქრად მოყვება.

დროა ამ ხალხის მხილება დავიწყოთ და გადავარჩინოთ ჩვენი რუსთავი!”, – წერს ალექსანდრე კობაიძე „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.