ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას თბილი დახვედრისთვის მადლობას უხდის

საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს სოციალურ ქსელში თბილი დახვედრისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა თბილი დახვედრისთვი. მოუთმენლად ველოდები სხვადასხვა თემაზე ნაყოფიერ დისკუსიებს ლვოვსა და კიევში. მათ შორის, ჩვენს თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე ვაჭრობასა და ეკონომიკაში“, – წერს ღარიბაშვილი „ტვიტერში“.